ექტონი ლორდი ემერიხ ედვარდ დალბერგ (1834-1902)

ექტონი ლორდი ემერიხ ედვარდ დალბერგ (1834-1902)
ლორდი ექტონი სრულიად გამორჩეული ფიგურაა ვიქტორიანული ეპოქის ინგლისისათვის. ის იყო კათოლიკე, რაც იშვიათობა იყო ინგლისის მაღალ საზოგადოებაში და არ იზიარებდა შეხედულებებს, რომლებიც ქვეყნის პროგრესს ნაციონალიზმს და დემოკრატიას უკავშირებდნენ. ის ადიდებდა თავისუფლებას და ამხელადა ხელისუფლების ძალმომრეობას. მისი განთქმული ფრაზაა „ძალაუფლება რყვნის, აბსოლუტური ძალაუფლება რყვნის აბსოლუტურად!“ მან მიიღო რელიგიური განათლება, აქტიურად თანამშრომლობდა კათოლიკურ წრეებთან და ამავდროულად, ლიბერალი იყო. მისი ნააზრევი სწორედ ქრისტიანობისა და თავისუფლების ერთიანობის დასაბუთებას მიეძღვნა. სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა მისი ცნობილი გამოსვლები ბრიჯნორთის ინსტიტუტის წევრების წინაშე 1877 წლის 26 თებერვალს, როდესაც მან წარმოთქვა სიტყვა „თავისუფლების ისტორია ქრისტიანულ ხანაში“ დ 28 თებერვალს, როდესაც მან მიმოიხილა „თავისუფლების ისტორია ქრისტიანულ ხანაში“. მან გამოსცა ლიბერალური კათოლიკური ჟურნალი, სადაც მიმდინარეობდა სოციალური, პოლიტიკური და თეოლოგიური დისკუსიები და სახელი გაითქვა, როგორც რელიგიური და პოლიტიკური თავისუფლების დამცველმა. მისი აზრით, სწორედ ეკლესია იყო ის ძალა, რომელმაც განაპირობა მეცნიერული, ისტორიული და ფილოსოფიური სიმართლის კვლევა და ხელი შეუწყო ინდივიდის თავისუფლებას.
Source: ლიბერალიზმის საფუძვლები: [კრებული / მთ. რედ.: პაატა შეშელიძე]; ეკონ. ცოდნის გავრცელების საზ-ბა „ახალი ეკონ. სკოლა-საქართველო“, ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი - თბ.: ენა და კულტურა, 2004. - (თავისუფლების ბ-კა; წ. 1, 2004 წელი). შინაარსი: კლოდ ფრედერიკ ბასტია/ადამ სმითის სიბრძნე; ჯონ სტიუარტ მილი/თავისუფლების შესახებ; ლორდი ემერიხ ედვარდ დალბერგ ექტონი / თავისუფლების ისტორია ანტიკურ ხანაში; ჰენრი ჯორჯი / ოდა თავისუფლებას; ვილჰელმ რიოპკე / ლიბერალიზმის კულტურული იდეალი; ლუდვიგ ჰენრიხ ელდერ ფონ მიზესი / თანასწორუფლებიანობის და არათანასწორუფლებიანობის შესახებ; ფრიდრიხ ოგიუსტ ფონ ჰაიეკი / ლიბერალიზმი; ლეველ როქველი / ამერიკული კლასიკური ლიბერალიზმი; პაატა შეშელიძე / წინ - თავისუფლებისაკენ!.

Georgian encyclopedia. 2013.

Поможем решить контрольную работу

Книги

Другие книги по запросу «ექტონი ლორდი ემერიხ ედვარდ დალბერგ (1834-1902)» >>


Поделиться ссылкой на выделенное

Прямая ссылка:
Нажмите правой клавишей мыши и выберите «Копировать ссылку»